18 მილიარდიანი ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა დასრულდა - პროექტს ერთი მოსმენით დაამტკიცებენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტში  2020 ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა დასრულდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ცვლილებების პროექტი დღეს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრობას წარუდგინა.

ოპოზიციამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი საგანგაშოდ შეაფასა და ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის საკუთარი ალტერნატიული გეგმას წარუდგინა. ამას გარდა, ფინანსთა მინისტრს მათ დაუსვეს კითხვები გარკვეული საბიუჯეტო ხარჯების უცვლელად დატოვების შესახებ.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის ეს პროექტი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ქვეყნის მოსახლეობას სასოწარკვეთილებაში აგდებს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის შეთავაზება, რომელიც ზრდასრული მოქალაქეებისთვის 1000 ლარის, ბავშვებისთვის კი 500 ლარის გადაცემა სავსებით ჯდებოდა წარმოდგენილ საბიუჯეტო პარამეტრებში. 

ჩვენი შეთავაზება იყო მარტივი, ყოველგვარი ბიუროკრატიული დამატებითი წინაღობის გარეშე მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ მიიღონ ერთჯერადი  დახმარება და შემდეგ თავად განკარგონ ეს დახმარების თანხები, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო კვირაში უნდა დამტკიცდეს, ხალხზე მორგებული არ არისმ რადგან მასში  ხალხის დახმარების პაკეტები არ გაუთვალისწინებიათ. 

ოპოზიციამ ისაუბრა კოვიდ ფონდთან დაკავშირებითაც, სადაც 100 მილიონ ლარზე მეტია აკუმულირებული. მათ აინტერესებდათ, რატომ არ იხარჯება ეს თანხა მოსახლეობის სოციალური პაკეტებისთვის. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ფონდში დაგროვილი თანხა ბიუჯეტშია შენახული და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დაიხარჯება, როგორიც არის, მაგალითად, შემოდგომაზე ვირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის დაწყება.  

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებაზეც ისაუბრა, და მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციები 2020 წლის პირველივე კვარტალში იყო შემცირებული, მათი ოდენობის კლება მთლიანად კორონა ვირუსის მსოფლიო პანდემიას დაუკავშირა. 

წელს, სამწუხაროდ, კლება იქნება და მნიშვნელოვანი კლება იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. გაურკვევლობა არის დღეს მსოფლიოში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი კაპიტალური ხარჯები მაქსიმალურად ავითვისოთ, რაც დავტოვეთ ბიუჯეტში, იმისთვის რომ სახელმწიფო ინვესტიციების როლი კვლავ იყოს წარმმართველი და ამან მისცეს ბიძგი კერძო სექტორსაც, - ამბობს ფინანსთან მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.  

მისი თქმით, ოპოზიციის ინიციატივას ბიუჯეტში სახსრების არარსებობის გამო ვერ გაითვალისწინებენ და ასევე, საბიუჯეტო ხარჯების უფრო მეტად შემცირება შეუძლებელია.      

შეგახსენებთ, რომ კორექტირებულ ბიუჯეტში ქვეყნის პროგნოზირებულია ეკონომიკურის 4%-იანი კლება, 8.5%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარი, ხოლო მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები 600 მილიონი ლარით შემცირდება მცირდება. ბიუჯეტი მომდევნო კვირაში, ერთი მოსმენით უნდა დამტკიცდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი