ოკუპირებულ დონეცკიდან რუსეთში ევაკუირებული მოსახლეობის სახლების მასობრივი ძარცვა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერაშჩენკომ გაავრცელა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ევაკუირებულების 100-მდე ბინა გაძარცვეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მძარცველებს ევაკუირებულთა სიები ჰქონდათ და მათი გამოყენება შეეძლოთ.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყო იმ საბრალო უკრაინელების ბინებისა და სახლების მასობრივი ძარცვა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ და ევაკუაცია მოახდინეს. საბრალო ხალხი!" - წერს გერაშჩენკო Telegram-ში.
ცნობისთვის, მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში სახლები დატოვეს, რუსეთში, როსტოვის ოლქში სპორტულ დარბაზებში განათავსეს.