ოკუპირებული დონბასიდან როსტოვში ევაკუირებული მოსახლეობა სპორტული სკოლის დარბაზში განათავსეს

გამოქვეყნდა:

როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ოკუპირებული დონბასიდან ევაკუირებული მოსახლეობა სპორტული სკოლის დარბაზში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას Дождь-ი ავრცელებს. 

მედიასაშუალება ფოტომასალას აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ სპორტული დარბაზის ტერიტორიაზე საწოლები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებია გაშლილი. 

ცნობისთვის, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა თქვა, რომ "უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო", დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია როსტოვის რეგიონში.

როგორც "დონეცკის სახალხო მილიციის" წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა აღნიშნა, რუსეთში უკრაინიდან 700 000 მოქალაქის  ევაკუაცია იგეგმება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი