ენტონი ბლინკენმა დამარწმუნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკრაინის ზურგს უკან - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენი-პუტინის შეხვედრა უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანით დასრულდება.
"მივესალმებით ბაიდენი-პუტინის შეხვედრას და დარწმუნებულები ვართ, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის ყველა მცდელობა ცდად ღირს. სახელმწიფო მდივანმა დამარწმუნა, რომ, როგორც აქამდე იყო, უკრაინის ზურგს უკან არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება. უკრაინა და შეერთებული შტატები მჭიდროდ კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ პოზიციებს ასეთი სამიტის მოსამზადებლად, რათა მოხდეს ჩვენი პოზიციების სინქრონიზაცია და უკრაინის ინტერესების გათვალისწინება.
ჩვენ გვინდა ავიცილოთ ომი, რაც ჩვეულებრივი ადამიანური მისწრაფებაა და ვიმედოვნებთ, რომ ორი პრეზიდენტი დატოვებს ოთახს უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შეთანხმებით. ეს იქნება რუსეთის მზადყოფნის ნათელი მაჩვენებელი დეესკალაციისთვის. ამის შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ რუსეთი შეინარჩუნებს ესკალაციის ლოგიკას“,- თქვა კულებამ.
შეგახსნებთ, რომ ბაიდენი დათანხმდა პუტინთან შეხვედრას, იმ პირობით რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.
ამავე თემაზე: