შიმშილობა რისკის ქვეშ დააყენებს მის სიცოცხლეს - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ შიმშილობა არ დაიწყოს, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. მისი თქმით, პროტესტის უკიდურეს ზომამდე მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურმა დაწესებულებამ და იუსტიციის სამინისტრომ მიიყვანეს, ვინაიდან მის მიმართ არაადეკვატური მკურნალობა ხორციელდება.

"მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, არ მიმართოს ამ ზომას, ვინაიდან ეს ცუდად აისახება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და, ასევე, რისკის ქვეშ დააყენებს მის სიცოცხლეს. რაც შეეხება ამ პროტესტს, პრაქტიკულად იგი მიიყვანა ამ ზომამდე პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრო, ვინაიდან მის მიმართ უკვე დიდ ხანია არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება ხორციელდება, რაც ასევე შედის არასათანადო მოპყრობაში და განიხილება როგორც არაადამიანური მოპყრობა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტებზე, რაც განხორციელდა მის წინააღმდეგ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის სახით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ კი იგი არ მიიღებს შესაბამის მკურნალობას და რეაბილიტაციას, მისი მდგომარეობა გაუარესდება და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მან მიმართა საპროტესტო ზომას, რათა რაღაცნაირად გააგონოს არ ვიცი ვის, არ მაქვს იმედი, რომ იუსტიციის სამინისტრო ამაზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას" ამბობს ჯიშკარიანი.

ჯიშკარიანის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იღონოს ყველაფერი იმისთვის რომ "არ მივიღოთ ის, რაც წერია ემპათიის დასკვნაში, რომ ადამიანი დაინვალიდდეს".

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 21 თებერვალს, უვადოდ შიმშილობა გამოაცხადა. მესამე პრეზიდენტის მოთხოვნა საპატიმროში ადეკვატური მკურნლობის მიღებაა. განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

ამავე თემაზე:

ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება - მიხეილ სააკაშვილის განმარტება შიმშილობაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი