აფეთქებები, უპილოტო საფრენი აპარატები და რუსული ჭურვები უკრაინის საზღვართან | რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე - "მთავარი" მოვლენების ეპიცენტრიდან

გამოქვეყნდა:

22 თებერვალი, დილის 4 საათი - ეს არის დრო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის თარიღად სახელდება.

კრემლის სამხედრო მობილიზაციისა და პროვოკაციების პარალელურად, სამხედრო ინტერვენციის ზუსტი დრო ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის დუმაში გაჟღერდა.

განცხადების ავტორი ვლადიმერ ჟირინოვსკია, რომელიც 27 დეკემბერს, სათათბირო სხდომაზე, უკრაინას სამხედრო თავდასხმით ემუქრებოდა. ბოლო დღეებში, ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მომხდარი სამხედრო თავდასხმები და პროვოკაციები ღიად მიუთითებს, რომ კრემლის გეგმების გამხმოვანებელი, პუტინის ავანტურის სავარაუდო სცენარზე საუბრობს.

დღეს, ოკუპრებული რეგიონების საზღვართან, ისევ ისმოდა სროლის და აფეთქებების ხმა. კრემლის პროპაგანდა კი ისევ ამტკიცებს, რომ რუსულ ჭურვებს უკრაინელი სამხედროები ისვრიან.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი