ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ფატალური გადაწყვეტილება იყოს - ექიმები მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე

გამოქვეყნდა:

მედიკოსების შეფასებით, მესამე პრეზიდენტისთვის შიმშილობის კიდევ ერხელ დაწყებას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს. მათი თქმით, მაღალია ინვალიდიზაციის რისკი.

ექსპერტები ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ზომამდე მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურმა დაწესებულებამ და იუსტიციის სამინისტრომ მიიყვანეს, ვინაიდან მისი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და მას სათანადო სამედიცინო მკურნალობის საშუალებაც არ ეძლევა.

"ყოვლად დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ეს განმეორებითი შიმშილობა, ვინაიდან, იგი არის დიდი რისკის შემცველი, როგორც მისი ფიზიკური ჯანმრთელობისათვის, ასევე, მთლიანობაში სიცოცხლისათვის ძალიან სარისკოა. შესაბამისად, უნდა გამოიძებნოს სხვა გზა, რათა რაღაცნაირად შეიგნოს რატი ბრეგაძემ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო და იგი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას", - ამბობს "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბოს, რომ მიხეილ სააკაშვილს ორი სერიოზული რისკი აქვს - 100%-იანი რისკი ინვალიდიზაციის, მეორე - სიკვდილის. 

ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, გიორგი გრიგოლიას შეფასებით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ფატალური გადაწყვეტილება იყოს.  

შეგახსენეთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს. ის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი