"თითოეული მსჯავრდებულის თუ ბრალდებულის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ვზრუნავდით" - დემურიშვილმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

თამთა დემურიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუქით გაავრცელა.

ოფიციალური ინფორმაციით, მან მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელად გადაინაცვლა.

თითქმის 8 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, უდიდესი გამოწვევების და პასუხისმგებლობის წინაშე ვიდექი, #სპეციალურიპენიტენციურისამსახურის ღირსეული ადამიანების გუნდი, სწორედაც რომ ღირსებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ეს ყოველთვის ასე იქნება, სულ ვიამაყებ, რომ პროფესიონალების, (ექიმების, ექთნების და არასამედიცინო პერსონალის) გუნდის წევრი ვიყავი და თოთოეული მსჯავრდებულის თუ ბრალდებულის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ვზრუნავდით… მადლობა, რომ ასეთები ხართ, ისევ ერთად გავაგრძელებთ ამ ადამიანებზე ზრუნვას და მათი, საზოგადოებაში სრულფასოვან მოქალაქეებად დაბრუნებისთვის, ისევ ყველაფერს გავაკეთებთ, ქვეყანას და ოჯახს ისინი არამარტო ჯანმრთელი, არამედ რეალიზებული ჭირდება, რაზეც უკვე ახალ გუნდთან ერთად ყოველდღიურად ვიზრუნებ…

მადლობა მინისტრს ნდობისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა ბუბა ლომუაშვილს მხარდაჭერისთვის და მადლობა ნიკა ცხვარაშვილის იმისთვის, რომ მისგან ვისწავლე როგორი უნდა იყო საიკეთესო ხელმძღვანელი და მეგობარი #მეიუსტიციელივარ" წერს ის ფეისბუქზე

დემურიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველად გუშინ მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე გაავრცელა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი