
რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობა, კრემლისთვის მთავარ საფრთხედ ქცეული დასავლეთი და ქვეყნები, რომლებიც ხელოვნურად შეიქმნა, სინამდვილეში კი რუსეთის საკუთრება იყო - ვლადიმერ პუტინი თავის ერთსაათიან გამოსვლაში დაემუქრა ყველას, ვისაც არ სურს მის დაქვემდებარებაში ცხოვრება.
შემდეგ გაიმეორა ქართული სცენარი და "დამოუკიდებლად" აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები. კრემლის ლიდერის მიმართვამ და გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, ვინ დგას ისტორიის ნათელ მხარეს - მოსკოვში, დონეცსა და ლუგანსკში აღიარების შემდეგ ზეიმი გაიმართა. დასავლური სამყარო და უკრაინა, რომლის ტერიტორიის მითვისებასაც ცდილობს რუსეთი, საერთო მტრისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში უფრო მეტად დაირაზმნენ.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ზურა პეტროსიანი