"დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრები მათ კონსტიტუციაში განსაზღვრულია იმ დროის მონაცემებით, როდესაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში შედიოდნენ" - პუტინი

გამოქვეყნდა:

დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრები მათ კონსტიტუციაში განსაზღვრულია იმ დროის მონაცემებით, როდესაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში შედიოდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუბრობს.

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები თავიანთი ფუნდამენტური დოკუმენტებისა და კონსტიტუციით ვაღიარეთ. კონსტიტუციაში კი ამ ოლქების საზღვრები განსაზღვრულია იმ დროის მონაცმებით, როდესაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში შედიოდნენ.

იმედი მაქვს, ყველა სადაო საკითხი კიევის დღევანდელ ხელისუფლებასა და ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შორის დიალოგით მოგვარდება. სამწუხაროდ, დღეს ეს შეუძლებელია, რადგან იქ საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, - ამბობს პუტინი.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი