შიმშილობა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი რუსთვის ციხეში საკვების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს. მესამე პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებაა. ამის აუცილებლობაზე საუბრობენ სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსებიც, რომლებიც განმარტავენ, რომ ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პატიმარს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს კონკრეტული მანიპულაციები და ის არ უნდა იყოს მიტოვებული სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე.
პენიტენციური სისტემა კი ზუსტად საპირიპირო სცენარით მოქმედებს - მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ ჩატარებია არცერთი ნევროლოგიური კვლევა. საღამოსა და ღამის საათებში მის მდგომარეობას არცერთი მედიკოსი არ აკვირდება და სისტემაში, როგორც ჩანს, სამედიცინო პერსონალის სრული ცვლილების პროცესიც დაიწყო.
იხილეთ ასევე: