პუტინმა ფედერაციის საბჭოს საზღვარგარეთ ჯარების გამოყენების ნებართვა სთხოვა. ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, შესაბამისმა კომიტეტებმა უკვე დაუჭირეს მხარი ინიციატივას და ამ დროისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესშია პარლამენტის ზედა პალატა.
„ფედერაციის საბჭომ მიიღო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინისგან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გარეთ გამოყენების შესახებ. ფედერაციის საბჭოს რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად“ - განაცხადა მატვიენკომ
რუსეთის დუმამ უკვე ერთხმად მოახდინა პუტინის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ხელშეკრულებების რატიფიცირება.