ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციები დაუწესდებათ ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს ახორციელებენ.

"სანქციები, რომელიც წევრი ქვეყნების მიერ ერთხმად დამტკიცდა, რუსეთს დიდ ზიანს მიაყენებს",-თქვა ბორელმა.

 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი