ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო ბრიტანეთი დაუყოვნებლივ შემოიღებს ეკონომიკური სანქციების პაკეტს. ეკონომიკური სანქციების პირველი ნაკადი იქნება, თუმცა ჯონსონი აღნიშნავს, რომ რუსეთის მეტ ირაციონალურ ქმედებებს უნდა ველოდოთ.
მისი თქმით, პუტინის ზრახვები "ქვეყანაში სრულმასშტაბიან შეჭრისკენაა" მიმართული.
პრემიერმინისტრმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი "ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთს" და ბევრს გააკეთებენ, თუ სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდება. სავარაუდოდ, სანქციებთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალს პარლამენტი გაავრცელებს.
ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და "დაშალა" საერთაშორისო სამართალი მას შემდეგ, რაც მან ჯარები გაგზავნა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებად ლუგანსკსა და დონეცკში.
ჯონსონმა არ დაასახელა კონკრეტული დეტალები, მაგრამ თქვა, რომ სანქციები გამიზნული იქნება არა მხოლოდ ლუგანსკსა და დონეცკზე, არამედ თავად რუსეთზე.