"ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ თამაშებს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი, - აცხადებს ბაიდენი.