
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ ბელარუსში სამხედრო ძალების დატოვების საპასუხოდ აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებით სამხედრო ძალებს გაგზავნის.
ბაიდენმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
"დღეს, რუსეთის მიერ ბელარუსში სამხედრო ძალების დატოვების საპასუხოდ, ბრძანება გავეცი აშშ-ს დამატებითი სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის გაგზავნის შესახებ, ბალტიისპირელი მოკავშირეების: ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის გასაძლიერებლად ევროპაში.
ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის თავდაცვითი ნაბიჯი, ჩვენ არ გვსურს რუსეთთან ომი, მაგრამ გვინდა ღიად ვთქვათ, რომ აშშ აშშ მოკავშირეებთან ერთად NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს დაიცავს",-თქვა ბაიდენმა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესა.