
"გჯეროდეთ უკრაინის, გჯეროდეთ გამარჯვების... ძვირფასო მოქალაქეებო! უკრაინელები მშვიდობიანი ერი ვართ, მაგრამ თუ დღეს გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოქალაქეებისადმი მიმართვისას საუბრობს.
დღესვე, მან რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა.
"მე, როგორც უკრაინის გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა, ამ განსაკუთრებულ დროს, გავეცი რეზერვისტების მობილიზაციის ბრძანება", - ამბობს ზელენსკი.