
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, 24 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
Reuters-ის ცნობით, ბლინკენმა ლავროვს ამის შესახებ წერილი უკვე გაუგზავნა და აცნობა, რომ აღარ შეხვდება.
"შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ სანქციების გამკაცრებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას კიდევ უფრო გააძლიერებს", - თქვა ბლინკენმა ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის, მანამდე ლავროვთან შეხვედრა გააუქმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.