
სანამ ჩვენი ბიჭები გვიცავენ, ვალდებულები ვართ, ვიმუშაოთ... ვაცხადებთ ეკონომიკური პატრიოტიზმის პროგრამას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებისადმი ჩაწერილ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
სანამ ჩვენი ბიჭები გვიცავენ, ვალდებულები ვართ ვიმუშაოთ, ეკონომიკაში ფული ჩავდოთ და ჩვენი არმიის დაფინანსებისთვის შემოსავლებით გავზარდოთ. პატრიოტია ის, ვინც მტერს საკუთარი მიწის დასაცავად ებრძვის, ასევე ის, ვინ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად ინვესტიციებს აკეთებს.
აქედან გამომდინარე, ეკონომიკური პატრიოტიზმის პროგრამას ვაცხადებთ. ეს წარმოებისთვის დამატებითი სტიმულია. ეს გამოიწვევს ბიზნესის მარტივ წარმოებას, შეამცირებს ფასებს სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის ბენზინზე. ჩვენი ვალია ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება. ახლა, როგორც არასოდეს, უკრაინელი პოლიტიკოსები ვალდებული ვართ სახელწიფო მოხელეები ვიყოთ და პირადი ამბიციები გვერდით გადავდოთ ჩვენი ქვეყნისთვის.
ვიდეოს ჩაწერამდე საპარლამენტო პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებს შევხვდი, ყველას ესმის, რომ დღეს პარლამენტში თავდაცვის კოალიცია გვჭირდება. ეკონომიკური წარმატებისთვის ერთიანობა კარგი და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ყველა პოლიტიკოსი და ყველა პარტია ერთ ფერს ატარებს. ყვითელს და ცისფერს, - განაცხადა ზელენსკიმ.
დღესვე, მან რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა.