არარეალისტურად მეჩვენება ხარკოვის აღება, მარიუპოლს აქვს საშიშროება - ქართველი სამხედრო უკრაინიდან

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში მებრძოლი ქართველი სამხედროები, შეტევას მუდმივად ელოდებიან. ვითარება ადგილზე სულ უფრო და უფრო იძაბება.

ვანო ნადირაძე "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ გამორიცხული არაა, რუსეთმა შეტევა კიდევ რამდენიმე ქალაქის მიმართულებით დაიწყოს. 

ისინი არ გამორიცხავენ აქცენტი მარიუპოლზე გადავიდეს. 

"ჩვენ საზღვარს საკმაოდ ძლიერი ბრიგადები იცავს, ასე რომ, მე არარეალისტურად მეჩვენება ხარკოვი აიღონ, მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვის მოსახლეობა, ნუ დავმალავთ, 30% თუ მეტი არა, პრორუსულია, ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ხარკოვი აიღონ. 

რაც შეეხება მარიუპოლს, მართლა აქვს საშიშროება, ჯერ ერთი, 80 კმ აშორებს რუსეთის სახმელეთო საზღვარს, მეორეც, ამ წუთას ბრძოლები მიდის მარიუპოლიდან 3-4 კმ-ში დასახლებულ სოფლებში, ყველაზე მთავარი საშიშროება არის აზოვის ზღვიდან. 

მაგათ გეგმებში, ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, შედის ჯერ მარიუპოლი, ბერდიასკის დარტყმა და შესვლა მელიტოპოლთან, რათა მოწყვიტონ ხერსონი დანარჩენ უკრაინას", - ამბობს ვანო ნადირაძე. 

ცოტა ხნის წინ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა, საკითხზე ახლა პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. გარდა ამისა, ეროვნული პოლიცია დონბასში დამატებით ძალებს გზავნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი