უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მთელს უკრაინაში, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისა - გადაწყვეტილება ახლა რადამ უნდა მიიღოს.

საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, აქტიური დისკუსია გაიმართა.

დანილოვის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამო შეზღუდვები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა რეგიონში. 

"რა შეიძლება იყოს ეს? ეს იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და ობიექტების დაცვის გაძლიერება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სასიცოცხლო აქტივობას და ეროვნული ეკონომიკას. ეს შეიძლება იყოს გარკვეული მოძრაობის შეზღუდვა. ეს შეიძლება იყოს დამატებითი მიმოხილვა. ეს შეიძლება იყოს გარკვეული დოკუმენტების შემოწმება ფიზიკური პირებისგან. ანუ ეს არის პრევენციული საკითხები, რათა ქვეყანაში სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ჩვენმა ეკონომიკამ იმუშაოს და ჩვენმა ქვეყანამ იმუშაოს“, - აღნიშნა დანილოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი