გიორგი მასხულიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გამოქვეყნდა:

დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდება 5 000 ლარის გირაოს დაკისრებას მოითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები პატიმრობაში გირაოს გადახდამდე დარჩებიან. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

თავდასხმა მასხულიაზე 21 თებერვალს მოხდა. შსს-მ 3 პირი დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი