რაგბის კავშირმა თავის ყველა პლატფორმაზე უკრაინულად დაწერილი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ანონსი წაშალა. ამის მიზეზი "რაგბი ევროპის" მოთხოვნა გახდა, რომელსაც რუსეთის რაგბის კავშირმა საპროტესტო წერილით მიმართა და უკრაინულ ენაზე გაკეთებული ანონსის აღება მოსთხოვა.
თუმცა რა წესებით იხელმძღვანელმა რუსეთის რაგბის კავშირმა უცნობია, ვინაიდან პლაკატები აპოლიტიკური იყო და მხოლოდ მომავალი შეხვედრის ანონს შეიცავდა.
რა სანქციების შისით დაიხია ქართულმა მხარემ, ამის შესახებ რაგბის კავშირში არ საუბრობენ, კავშირი ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არც "რაგბი ევროპის" მოწერილი წერილის გასაჯაროებას გეგმავს