გერმანულმა გამოცემა ბილდმა, "შალკეს" მაისური, რომელსაც სპონსორი, "გაზპრომი" აწერია, უკრაინის მხარდამჭერი წარწერით გადაფარა.
"აუტნელია! ჩვენ უნდა ვუყუროთ "გაზპრომის" რეკლამას ტელევიზორში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის დროს, მაშინ, როცა პუტინის ჯარები უკრაინაში შეიჭრებიან. რუსული ენერგეტიკული გიგანტი უეფას სპონსორია 2012 წლიდან. "შალკეს" გაზპრომის მაისურებში ვიხილავთ, თითქოს ჯგუფი 2007 წლიდან ნორმალური სარეკლამო პარტნიორი იყოს და არა რუსეთის სახელმწიფო ძალის დამფინანსებელი. ამას კიდევ ემატება ომი.
28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუთმენლად უნდა ველოდოთ სანქტ-პეტერბურგში. გაზპრომის არენაზე, კომპანიის მთავარი ოფისიდან არც ისე შორს", - წერია Bild-ის სტატიაში.