პანიკა მოსკოვის საფონდო ბირჟაზე - რუბლი ისტორიულ მინიმუმზეა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. შემცირებულია ყველა მსხვილი კომპანიის აქციების ფასი. Bloomberg-ის მონაცემებით, მთლიანობაში საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბაზრის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. პარალელურად, ისტორიულ მინიმუმზეა რუსული რუბლის ღირებულება. ამ დროისთვის ერთი დოლარი 84 რუბლი ღირს, რაც 3%-იანი გაუფასურებაა. ასევე, რეკორდულადაა გაზრდილი პროდუქტების ფასი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი