რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მესაზღვრეებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თავდასხმის შედეგად მესაზღვრეებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები", - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები.