პაპუაშვილმა სცადა, გლობალური საკითხებიდან შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე გადასულიყო, ყველაზე მხდალი ნაბიჯია - კორძაია

გამოქვეყნდა:

დეპუტატი თამარ კორძაია პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს ეხმაურება, სადაც შალვა პაპუაშვილმა უკრაინასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომის ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, პაპუაშვილმა სცადა, მსჯელობა გლობალური საკითხებიდან შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე გადაეყვანა, რაც მისივე შეფასებით, "ყველაზე მხდალი ნაბიჯია".

"ნაცმოძრაობაა" მთელი სამყარო "ქართული ოცნებისთვის"? ესეთი პატარები როგორ არიან. მსოფლიოში მიდის უმძიმესი კრიზისი, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ და დამატებით, ყველაზე დიდი ევროპული ქვეყნის დედაქალაქს დაარტყეს დღეს. ამ ფონზე შალვა პაპუაშვილი ამბობს რაღაც სისულელეებს, სამართლებრივ აბსურდს. როგორ უნდა გაიღვიძოს ხვალ შალვა პაპუაშვილმა, მის შვილებს როგორ უნდა შეხედოს? დღეს დარბაზის კარს არ გაგვიღებს ალბათ იმიტომ, რომ ეშინია რუსეთის ხელისუფლების.

მათ უნდათ, თუ არ უნდათ, ხმას თუ არ ამოვიღებთ, რუსეთი მაინც მოგვადგება თუ ჩვენ არ გავაძლიერებთ ჯანსაღ ძალებს და არ ამოვიღებთ ხმას იმ ბოროტების წინააღმდეგ რაც ხდება. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის შალვა პაპუაშვილის მოსმენა. მან სცადა, სამართლებრივ აბსურდში გადაეყვანა ეს მსჯელობა, გლობალური საკითხებიდან გადასულიყო შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, რაც არის ყველაზე მხდალი ნაბიჯი, რაც შეიძლებოდა, მას გაეკეთებინა", - თქვა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა სხდომის მოწვევის საკითხს გუშინ ხელი მოაწერა, თუმცა მმართველმა გუნდმა მასში მონაწილეობაზე გუშინვე უარი თქვა.

ამ საკითხზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ "რიგგარეშე სხდომის გამართვის რეალური მიზანი უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი