ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება - მატჩს პარიზი უმასპინძლებს

გამოქვეყნდა:

UEFA-ს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდება. თამაში პარიზში გაიმართება.

გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. სხდომა მას შემდეგ შეიკრიბა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. 

თამაში, 28 მაისს Stade de France-ზე გაიმართება.

"საფრანგეთის მთავრობასთან ერთად, უეფა სრულად დაუჭერს მხარს მრავალი დაინტერესებული მხარის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს ფეხბურთელებისა და მათი ოჯახების გადარჩენა უკრაინაში, რომლებიც განიცდიან მძიმე ადამიანურ ტანჯვას, ნგრევას და გადაადგილებას", - აცხადებს უეფა. 

უეფას კრიტიკის ქვეშ მოექცა, რომ არ გადადგა უფრო მკაცრი ნაბიჯი და გამოიყენა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი