
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან უმწვავესი შეფასებები მოჰყვა. "ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ახლა კიევის დაცემას ელოდება:
"საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ახლაც, ამ წუთებშიც ელოდება კიევის დაცემას. ელოდება ჩამოიშლება თუ არა დემოკრატიულად არჩეული პროდასავლური ხელისუფლება. დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც მთლიანად არის ჩაბარებული რუსეთს, მათ თეთრი ბაირაღები გაუშალეს რუსეთს და ფეხქვეშ გათელეს საქართველოს დროშა დღეს, 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დღეს" აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, ღარიბაშვილის კომენტარზე, უმწვავესი შეფასება გააკეთა რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკო.