ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან მატჩი, როდესაც უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება - რობერტ ლევანდოვსკი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, (PZPN​) ცეზარე კულეშას განცხადებით, უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამო, პოლონეთის ნაკრები არ აპირებს რუსეთთან შესარჩევ შეხვედრაში მონაწილეობას. 

"საკმარისი სიტყვებია, დროა ვიმოქმედოთ! უკრაინაში რუსული აგრესიის ესკალაციის გამო, პოლონეთის ნაკრები არ აპირებს რუსეთთან შესარჩევი მატჩის გამართვას. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შვედეთისა და ჩეხეთის ფედერაციებთან, რომ FIFA-ს წარვუდგინოთ ჩვენი საერთო პოზიცია", - განაცხადა პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელმა. 

ამ გადაწყვეტილებას პოლონელი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა. 

"სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან მატჩი იმ სიტუაციაში, როცა უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება. რუსი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ამაზე პასუხისმგებელნი არ არიან, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს, არაფერი ხდება",- თქვა რობერტ ლევანდოვსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი