რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" მმართველობა საქველმოქმედო ფონდს გადასცა

გამოქვეყნდა:

რუსმა ოლიგარქმა და ჩელსის მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბის მართვა საქველმოქმედო ფონდს გადააბარა. აღნიშნული უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მოხდა. გადაწყვეტილება აბრამოვიჩმა მანამდე ლიგის თასზე, ჩელსი-ლივერპულის თამაშამდე მიიღო.

"გადაწყვეტილებას ყოველთვის კლუბის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი. ახლაც ამ ღირებულების ერთგული ვრჩები. სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობას გადავცემ ჩელსის საქველმოქმედო ფონდს. მე მჯერა, რომ ახლა ამ ორგანიზაციას ყველაზე მეტად შეუძლია იზრუნოს კლუბზე, ფეხბურთელებზე, პერსონალსა და გულშემატკივრებზე",-წერია ჩელსის ოფიციალურ განცხადებაში.

უკრაინაში შეჭრის გამო ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ლეიბორისტთა ლიდერმა კრის ბრაიტმა 
მოითხოვა, რომ სანქციები რომან აბრამოვიჩსაც შეეხოს, კლუბის ჩამორთმევის ჩათვლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი