ქვეყანაში კადიროვის დაჯგუფების უპრობლემოდ გადაადგილება რუსეთ-საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებით მოხდა - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მიცემული მოქმედების თავისუფლება -  ოპოზიციაში ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარე  აშკარა საფრთხეებზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ როცა კადიროვის დაჯგუფების წევრები ქვეყანაში უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ეს მხოლოდ  რუსეთ-საქართველოს ხელისუფლებების  შეთანხმებული მოქმედების მამტკიცებელია.  

ოპოზიცია ხელისუფლებისგან საქმის სრულ და ობექტურ გამოძიებას მოითხოვს და ეჭვს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსული ძალოვანი სისტემების წარმომადგენლებთან აქვს კავშირი. 

როდესაც გიორგის ჰქონდა ასეთი მძაფრი რიტორიკა, ტელევიზიის ხელმძღვანლობამ მიმართა სახელმწიფოს, როგორც ზელიმხან ხანგოშვილმა, რომ გიორგის მიმართ ყოფილიყო რაღაც მექანიზმები გამოყენებული დაცვის, როგორც მაშინ არ მოიმოქმედა ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი, ასე მოხდა წელსაც. როდესაც ხდება ის, რომ ქართული ოცნება მუდმივად საპირისპირო რაიმეს აკეთებს, ასევე არის დიდი ეჭვები, რომ მათ აქვთ კონკრეტული კავშირები რუსული ძალოვანი სისტემების წარმომადგენლებთან, ასევე კადიროვის დაჯგუფებასთან, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა. 

ევროპული საქართველო ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის საზღვრების დაცულობის საკითხს.

იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და ის ადამიანი, ვინც დაკავებულია, არ იქნება გათავისუფლებული და გამოძიება დადებს სარწმუნო მთლიან ჯაჭვს ამ დანაშაულისა, რომელიც საბედნიეროდ, აღიკვეთა, როგორც ჩანს, მაგრამ ამავდროულად დგება საზღვრების დაცულობის საკითხი, როგორ შემოაღწია ამ ადამიანმა საქართველოში, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგის შემდეგ, სადაც მან რამზან კადიროვის დავალებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის საქართველოში გამოგზავნილი რუსეთის მოქალაქის ვასამბეკ ბიკოვის შესახებ ისაუბრა, სუს-მა დაადასტურა ეს ინფორმაცია და მხარეებს ობიექტური გამოძიების ინტერესებისთვის დამატებითი ცნობების გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი