შიმშილობის მე-7 დღე - ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება

გამოქვეყნდა:

შიმშილობის  მეშვიდე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის საპატიმროში მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა, მასთან შესვლისა და მონახულების უფლება კვლავ არ ეძლევა არც მის პირად ექიმსა და არც კონსილიუმის ექიმებს. ადვოკატის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ერთის მხრივ, შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებით და მეორეს მხრივ, ამაყობს უკრაინელი ხალხის მებრძოლი სულითა.

მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს, უვადოდ შიმშილობა გამოაცხადა. მესამე პრეზიდენტის მოთხოვნა საპატიმროში ადეკვატური მკურნლობის მიღებაა. განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი