ვლადიმერ პუტინი პანიკაშია, 20 მილიარდი დოლარი - ეს ის თანხაა, რომელსაც კრემლი უკრაინაში ომისთვის ყოველდღიურად ხარჯავს. ამის პარალელურად კი დასანქცირებული რუსეთის ეკონომიკა სწრაფი ტემპით უფსკრულისკენ მიექანება.
ყველა მსხვილი ბანკისა და ნავთობკომპანიის აქციები ელვისისწრაფით უფასურდება, ეროვნული ვალუტა კი ისტორიულ მინიმუმზეა. ხელოვნუნრი ჩარევისა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუბლის გაუფასურების შეჩერებას მოსკოვი ვერ ახერხებს.
დრო კი რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ბაზრის საბოლოოდ ჩამოშლის შიშით, რაც მდიდარი და ძალიან მდიდარი, გავლენიანი პირების ქონების განახევრებას ნიშნავს, რუსეთს მოუწევს საბანკო სისტემის დროებით დახურვა. შორეულ პერსპექტივაში კი ეს ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსური ზარალის ტოლფასია