შმიგალის ქართული ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მიჩენს ჩემს ეჭვებს - ზალკალიანი 

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მას "ეჭვები აქვს" უკრაინის პრემიერმინისტრის პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც ის საქართველოს პრემიერს მოუწოდებდა, რომ მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს. 

"მე ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგან ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, მიჩენს ჩემს ეჭვებს და მაქვს მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს. თუმცა ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ყველა ამ ემოციურ ფონზე შეიძლება გაკეთებულიყო ეს პოსტი",- თქვა ზალკალიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი