იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს - დენის შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ეყოფა გამბედაობა და მოხალისეებს უკრაინაში გაფრენის ნებართვას მისცემს:

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია ირაკლი ღარიბაშვილი  გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia" წერს დენის შმიგალი ქართულ ენაზე, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" და ამატებს - თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!

შეგახსენებთ, ქართველი მოხალისეებისთვის გამოგზავნილ უკრაინულ ჩარტერს, თბილისში დაფრენის საშუალება არ მისცეს და უსაფრთხოება მოიმიზეზეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი