"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მან სასჯელი ღირსეულად მოიხადა.
"ბაჩო ახალაიამ მოიხადა 10 წელი, უკანონო სასჯელი, მაგრამ ეხლა უკანონობა კანონიერებაზე მე აღარ ვილაპარაკებ, ჩემი საქმე ეს არ არის. ეს გაირკვევა აუცილებლად სამართლიანი სასამართლოს პირობებში, მაგრამ მისი განცხადებებიც რაც დღეს მოვისმინე, მთელი ამ წლების განმავლობაში, ღირსებული იქ ყოფნა, გულწრფელად გეუბნებით, ჩემი აზრით, კაცობა იყო ის, რაც ბაჩო ახალაიამ გააკეთა ამ წლების განმავლობაში და ეხლა როგორც გამოვიდა ღირსეულად და რა ტექსტებიც თქვა", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დღეს დატოვა: