თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალიამ საპატიმრო დატოვა. მან მედიასთან ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა:

"რამე განსაკუთრებული არ მაქვს სათქმელი, დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. რას არ ვაპირებ ის შემიძლია გითხრათ, პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე", - თქვა ბაჩო ახალიამ.

მისი თქმით, ახლა მისი მთავარი მიზანი ოჯახი, შვილებია და სურს "ფეხზე დადგეს". ჟურნალისტებთან მან დამატებით თემებზე დღეს საუბარი არ ისურვა.

"ბოლოს ვიტყვი, მე კეთილსინდისერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას, სხვა მე არაფერი მიკეთებია, 41 წლის ვარ, ჯერ არაფერი მიკეთებია, არც ანისთვის, არც ბავშვებისთვის, ქვეყნის სამსახურის მეტი, სამწუხაროდ არაფერი მიკეთებია", - თქვა ახალაიამ.

მასალა ახლდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი