​არავის არ უთქვამს, ზელენსკის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"​არავის არ უთქვამს, ზელენსკის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი,  მმართველი პარტიის თავმჯდომარის  განცხადებას.

​ვოლსკი თავის თანაპარტიელების მსგავსად, დავით არახამიას დაესხა თავს 

"​არავის არ უთქვამს, ზელენსკის რაღაც ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი. აქ არის ლაპარაკია პირდაპირ კავშირზე, იმ ადამინების, რომელიც ზელენსკის გარშემო ახვევია და მათ შორის, პოლიტიკურ დასაყრდენზე რადაში არახამიასთან დაკავშირებით, რომელიც ყველა პროცესში მოწინავე პოზიციაზე დგას. ​რა არის არ მესმის, მით უმეტეს თუ საკმაოდ სხვადასხვა, საკმაოდ წამყვან პოზიციებზე დგას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები." - ამბობს ვოლსკი

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 მარტს მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ უკრაინის მმართველ პარტიის ერთ ერთ ლიდერსა და ფრაქციის თავმჯდომარეს, დავით არახამიას, რომელიც მიმდინარე ომში, ოკუპანტებთან ერთ-ერთი მომლაპარაკებელია, ენმ-სთან და მიხეილ სააკაშვილთან დააკავშირა და ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით მოქმედებაში "ამხილა".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი