კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას "ენმ"-ს და დავით არახამიას აბრალებს

გამოქვეყნდა:

კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ენმ-სა და დავით არახამიას აბრალებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

...როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.

აღნიშნული კოორდინაციის მცდელობას საქართველოდან ხორციელდება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, რომელსაც როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაში.

დავით არახამია პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი "დაფრთიანებულია".

უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ ყოფილი გენ.პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ, - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლებამ ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება  იმის გამო მიიღო, რომ საქართველო სანქციების დაწესებას არ შეუერთდა ან მოსახლისეები არ გაგზავნა, ეს "ორმაგი სტანდარტია", რადგან ეს გადაწყვეტილება, მისი თქმით, არც სხვა ბევრ ქვეყანას მიუღია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი