მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა. თუთბერიძე გამოძიებას მიაწვდის ზუსტ ინფორმაციას რა მოხდა რუსთავის მე-12 ციხეში, როდესაც ბადრაგი თავს დაესხა მას და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თუთბერიძე ამბობს, რომ ბადრაგის ვინაობაც იცის და ინფორმაციაც აქვს, რომ ის მაღალჩინოსნის ნათესავია
"სავარაუდო სახელი და გვარი ამ პირის ვიცი, თუმცა იმის გამო, რომ არ ვარ დარწმუნებული არ მინდა საჯაროდ გავაჟღერო... ეს არის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავი და ოჯახით მუშაობს ამ დაწესებულებაში."- ამბობს შოთა თუთბერიძე
შეგახსენებთ, ადვოკატ შოთა თუთბერიძეს რუსთავის მე-12 ციხის დატოვების დროს ერთ-ერთი თანამშრომელი თავს დაესხა. მან ჯერ მესამე პრეზიდენტს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ადვოკატს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. არსებობს მომხდარის აუდიოჩანაწერიც.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ციხის თანამშრომელს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.
იხილეთ ასევე: