"ეს არის დადასტურება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გახდა მსხვერპლი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის", - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე რუსთავის ციხეში ბადრაგის მხრიდან მასზე მომხდარ თავდასხმას.
მისი თქმით, ყველა ზომას მიმართავს იმისათვის, რომ თავდამსხმელი კანონის შესაბამისად დაისაჯოს.
"ეს ადამიანი არის უბრალოდ ნათელი მაგალითი, ინდიკატორი, წითელი ნათურა, გაფრთხილების სიგნალი, თუ როგორ ვექცევით მესამე პრეზიდენტს. ვაპირებ, რომ განცხადებით მივმართოთ საგამოძიებო უწყებებს. დარწმუნებული იყოს ეს ვაჟბატონი, ყველა ზომას მივმართავ იმისთვის, რომ დაისაჯოს კანონის შესაბამისად. ჩანს, ხელისუფლება როგორ ადამიანებს ეყრდნობა მიხეილ სააკაშვილის რეპრესირების დროს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, ადვოკატ შოთა თუთბერიძეს რუსთავის მე-12 ციხის დატოვების დროს ერთ-ერთი თანამშრომელი თავს დაესხა. მან ჯერ მესამე პრეზიდენტს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ადვოკატს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. არსებობს მომხდარის აუდიოჩანაწერიც.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ციხის თანამშრომელს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.