უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდება, ეს ჩერნობილთან შედარებით ათჯერ დიდი იქნება.
"რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპორიჟიეს, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!", - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.