საფეხბურთო კლუბ Sheriff Tiraspol-ის მწვრთნელმა ევროპის ლიგა დატოვა და უკრაინაში საბრძოლველად წავიდა

გამოქვეყნდა:

მოლდოვის საფეხბურთო კლუბის "შერიფ ტირასპოლის" უკრაინელი მწვრთნელი, იური ვერნიდუბი, ევროპის ლიგას ტოვებს, რომ უკრაინაში იბრძოლოს. 

მისი საფეხბურთო კლუბი ევროპა ლიგის მატჩისთვის პორტუგალიაში იმყოფებოდა, როცა მან ომს ამბავი გაიგო. ვერნიდუბი პორტუგალიიდან რუმინეთში გაემგზავრა, შემდეგ ტირასპოლში, სანამ შაბათს, 26 თებერვალს უკრაინაში ჩავიდოდა. 

ის კვირას ჯარში ჩაირიცხა. 

 "ჩემი ახლობლები ცდილობდნენ ჩემ შეჩერებას, ჩემი ცოლი, შვილები, შვილილშვილები. მე მტკიცედ ვიდექი, მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთში მზად ვართ წავიდეთ იქ, სადაც გვეტყვიან. მე ჯერ არ გამომიყენებია ჩემი იარაღი, მაგრამ მზად ვარ, ნებისმიერ დროს", - უთხრა 56 წლის მწვრთნელმა BBC Sport-ს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი