მადლობას ვუხდი თითოეულ უკრაინელს, რომლებიც ქუჩებში გამოდიან და მტერს უკრაინის დროშით ხვდებიან - ზელენსკი​

გამოქვეყნდა:

მადლობას ვუხდი თითოეულ უკრაინელს, რომლებიც იმ ქალაქის ქუჩებში გამოდიან, სადაც რუსი ოკუპანტები არიან შესულები, გამოდიან და მტერს უკრაინული დროშით ხვდებიან. მტერი აუცილებლად დამარცხდება, რადგან შეუძლებელია გაიმარჯვო იმ ადამიანების წინააღმდეგ რომლებიც მტერს შიშველი ხელებით აჩერებენ. ეს სახიფათოა, თუმცა ჩვენი უკრაინელები ღირსებას არ კარგავენ და არც არასოდეს დაკარგავენ.

ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ქალაქებში, მათ შორის ხერსონში რუსი აგრესორების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ხერსონში მოქალაქეებმა ოკუპანტების ჯავშანმანქანაზე უკრაინის დროშა აღმართეს [ვიდეო]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი