რუსების მიერ ოკუპირებულ ხერსონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ქალაქის ცენტრში ასობით უკრაინელი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ შეიკრიბა. ხერსონის მცხოვრებლები მოითხოვენ საოკუპაციო ძალებმა ქალაქი დატოვონ და სამხედრო დანაყოფები გაიყვანონ.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ადგილობრივი ოკუპანტების ჯავშანტრანსპორტიორზე (бтр) ავიდა და უკრაინის დროშა აღმართა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შეგახსენებთ, მანამდე ამავე ქალაქში დაპირისპირება იყო რუს ოკუპანტებსა და მოქალაქეებს შორის. ქალაქის მცხოვრებლები რუსულ ჯავშანტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.