"არცერთი ქართული კომპანია არ აპირებს, რომ ქართული რძის პროდუქტი შეიტანოს რუსეთის ბაზარზე" | რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია

გამოქვეყნდა:

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში, რომელშიც 57 კომპანიაა გაერთიანებული, ამბობენ, რომ არ აპირებენ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია გაიტანონ. მათი თქმით, დეფიციტის შემთხვევაში მათი მთლიანი ფოკუსი საქართველოს ბაზარზე იქნება ფოკუსირებული. 

ამასთანავე, კომპანია "სანტეში" ამბობენ, რომ რუსულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტს არ აპირებენ.

"ასოციაციის სახელით პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ამ ეტაპზე, ამ ვითარებაში არცერთი ქართული კომპანია არ აპირებს, რომ ქართული რძის პროდუქტი შეიტანოს რუსეთის ბაზარზე. ერთადერთი რაც შეგვიძლაი ისაა, რომ ჰუმანიტარული პროგრამაში ვიყოთ ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთების შეტანაში",- ამბობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, კახაბერ კონიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ როსსელხორნადზორი 15 ქართულ საწარმოს რძის პროდუქტების მიწოდების (ექსპორტის) უფლებას სთავაზობს. სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება 5 მარტს როსელხოზნადზორის ხელმძღვანელმა და საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ერთად მიიღეს.

სეს-ში ამბობენ, რომ ცხოველური პროდუქციის ექსპორტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს. 

ვრცლად იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი