12 დღეში რუსეთი მინიმუმ 150-მა ჟურნალისტმა დატოვა | მიზეზი სამხედრო საკითხების გაშუქებაზე შემოღებული ცენზურაა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთი სულ მცირე 150-მა ჟურნალისტმა დატოვა - ამის შესახებ რადიო თავისუფლება გამოცემა „სააგენტოზე“ დაყრდნობით წერს. 

ჟურნალისტების წასვლის მთავარი მიზეზი რუსეთში სამხედრო ცენზურის ფაქტობრივი შემოღებაა. ახლახან მიღებული კანონების მიხედვით, შეიარაღებული ძალების საქმიანობაზე ე.წ. ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, ხოლო ჯარის „დისკრედიტაციისთვის“ – ჯერ ადმინისტრაციული ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. 

გარდა ამისა, რუსეთში მუშაობა შეწყვიტა და დაიბლოკა მრავალი გამოცემის ვებგვერდი, მათ შორის Meduza, Mediazona, BBC, CNN, DW, CBC და Bloomberg. რადიო თავისუფლება და მისი პროექტები. რადიოსადგური "ეხო მასკვი", "დოჟდი" და სხვა. 

რას გულისხმობს პუტინის კანონი "ყალბ" ინფორმაციაში იხილეთ ბმულზე:

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი