"2020 წელს გაგზავნილი წერილის პასუხი, ორი დღის წინ, ამ სიტუაციაში რომ მოდის, ალბათ აქ ყველაფერი გასაგებია. არავის გახსენებია ამდენი ხანი თაროზე შემოდებული წერილი, ახლა გადმოიღო ვიღაცამ, შესაბამისმა უწყებამ რუსეთიდან და გამოაგზავნა წერილი, შემდეგ კარგად გამოადგათ ეს ამბავი "მთავარ არხს", "ტვ პირველს", "ნაცმოძრაობას" და ასე შემდეგ. შიგნით წარმოებული ამ ისტერიული კამპანიის პარალელურად, ერთი მხრივ გავრილოვის ინტერვიუები, გახსოვთ ხომ, ეს არხები წერდნენ გავრილოვს 5 წუთში, როცა დასჭირდებოდათ".
თქვა "ქართულ ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთის მიერ15 ქართული კომპანიისთვის რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით შეთავაზებაზე.