უკრაინაში შეჭრის გამო, კანადა რუსთის კიდევ 10 მოქალაქეს სანქციებს დაუწესებს. ქვეყნის პრემიერმინისტრმა განცხადება დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის პრემიერმინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, საერთო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ჯასტინ ტრუდომ განმარტა, სანქციები დაუწესდებათ ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს, ოლიგარქებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდამჭერებს.
ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ ის პირები, რომელსაც კანადა სანქციებს დაუწესებს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიიდან არიან.
ცნობილი ხდება, რომ ამ 10 მოქალაქეს შორის პესკოვი, სოლოვიოვი და სიმონიანიც არიან.
იმავე მიზეზით, კანადამ სანქციები მანამდე 58 პირსა და სუბიექტს დაუწესა, მათ შორის რუსეთის ელიტის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს.